მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

covid-9-ის გავრცელებით თბილისი და იმერეთი ლიდერობენ - ბერდია სიჭინავა

6018f79dc89f9
ინგა მურუსიძე
02.02.21 10:57
656
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 271 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 459 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 812 PCR ტესტით.

"ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 209-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 580 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 250 289-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 208 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 858 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 339 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 158, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 50, გურია - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 85, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 686, საიდანაც: 2 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 229, აჭარაში - 181, იმერეთში - 485. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 575 პირი, მათ შორის, თბილისში - 254, აჭარაში - 44, იმერეთში - 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში - 119, აჭარაში- 5, იმერეთში - 16. 283 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 191 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 883 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 480 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 202, ხოლო აჭარაში - 117.

სულ 6 ოქტომბრიდან - 1-ლი თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 357 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 569 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 621 პირი, აჭარაში - 746, იმერეთში - 1 528”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.