მომავალი კვირიდან მოქალაქეებს covid-სტატუსის ინფორმაციის მქონე აპლიკაციით სარგებლობა შეეძლებათ. შესაბამისი ინფორმაცია დღეს შრომის ინსპექტირების სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა. ის ირწმუნება, რომ პერსონალური მონაცემების სრული დაცვა გარანტირებულია.
„აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში pcr ტესტის უარყოფით პასუხს; სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში. აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია იმის შესახებაც, მაგალითად, ვაქცინაციის სრული ან ერთი დოზით თუ არის აცრილი ადამიანი ან ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ აქვს გადატანილი კოვიდი. აპლიკაციის შესახებ ვიწყებთ ბიზნესთან საკმაოდ აქტიურ შეხვედრებს. უახლოეს დღეებში გავმართავთ სექტორული მიმართულებით კომუნიკაციას და გავაცნობთ მათ ამ აპლიკაციის მოხმარების წესს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მას“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისივე განმარტებით, აპლიკაციის გამოყენება პირველ ეტაპზე სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.
„სექტორული მიმართულებით, როდესაც ბიზნესს წარვუდგენთ ამ აპლიკაციას, მათ ექნებათ შესაძლებლობა, გამოიყენონ და პრაქტიკაში დანერგონ აპლიკაციაში მწვანე ზონებით სარგებლობის ის თავისებურებები, რომლებიც მას ახასიათებს. აპლიკაციის გამოყენება მოქალაქეებს მარტივად შეეძლებათ; ასევე ვისაც სმარტფონი არ აქვს, შეეძლება აცრის ბარათი ამობეჭდოს და QR კოდი სულ თან ჰქონდეს. მოკლედ, აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირება მარტივად მოხდება “, - განაცხადა ფერაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს