21.ივლისი .2021 18:03

COVID-გადატანილებს აცრა გამოჯანმრთელებიდან 30 დღეში შეეძლებათ - პროტოკოლი შეიცვალა

COVID-გადატანილებს აცრა გამოჯანმრთელებიდან 30 დღეში შეეძლებათ - პროტოკოლი შეიცვალა
views 259
უკან

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ვაქცინაციის განახლებული პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, COVID გადატანილი მოქალაქეები აცრას გამოჯანმრთელებიდან 30 დღეში შეძლებენ. აქამდე ეს პერიოდი 120 დღე იყო. კიდევ ერთი ცვლილება ვაქცინაციის ასაკს შეეხება - განახლებული პროტოკოლით დასაშვებია 16 წელს ზემოთ პირთა აცრა. 

შესაბამისი ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო და ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გაზრდას ისახავს მიზნად. 

stopcov.ge-ის მონაცემებით, გუშინ 6,586 ადამიანი აიცრა, შედარებისთვის ეს მაჩვენებელი ორშაბათს 11,000-ს აღემატებოდა. მთლიანობაში 15 მარტიდან ანუ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან სულ 374,685 დოზა ვაქცინა არის გაკეთებული, მათ შორის ორჯერადად აცრილია 133,648 ადამიანი.