23.ნოემბერი .2020 11:14

COVID-გეოგრაფია: ბოლო 24 საათში თბილისში 2 157 მოქალაქე დაინფიცირდა

COVID-გეოგრაფია: ბოლო 24 საათში თბილისში 2 157 მოქალაქე დაინფიცირდა
views 458
უკან

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ კორონავირუსის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ბრიფინგი გამართა.

როგორც სიჭინავა ამბობს,  ინფიცირების დღეს გამოვლენილი 3 958 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა - 417, იმერეთი - 537, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 137, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 159, კახეთი - 140, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

23 ნოემბრის სრული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 108690 , ბოლო 24 საათში - 3958
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 89170 , ბოლო 24 საათში - 3531
მათ შორის გარდაცვლილი - 1012 , ბოლო 24 საათში - 36
კარანტინის რეჟიმში - 2137
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6221
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3736.