30.ნოემბერი .2020 11:09

covid-გეოგრაფია: ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან 1 622 თბილისშია

covid-გეოგრაფია: ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან 1 622 თბილისშია
views 335
უკან

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3216 ახალი შემთხვევიდან, 1622 თბილისში დაფიქსირდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარა-313, იმერეთი-517, ქვემო ქართლი-187, შიდა ქართლი-82, გურია-19, სამეგრელო-ზემო სვანეთი-160, კახეთი-161, მცხეთა-მთიანეთი-77, სამცხე-ჯავახეთი-74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-4.

30 ნოემბრის სრული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 135584 , ბოლო 24 საათში - 3216
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 113986 , ბოლო 24 საათში - 3937
მათ შორის გარდაცვლილი - 1267 , ბოლო 24 საათში - 37
კარანტინის რეჟიმში - 2104
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6383
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3857

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა