მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

covid-გეოგრაფია: ინფიცირების 4 780 შემთხვევიდან - 1 863 თბილისშია

5fc09d4a7a151
თელარა გელანტია
27.11.20 11:04
550
ბოლო 24 საათში კორონავირუსი საქართველოს კიდევ 4 780 მოქალაქეს დაუდასტურდა; ამ დროისთვის ინფიცირების ჯამური შემთხვევა 123 470-ია. 

"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 863 შემთხვევა, აჭარაში-664, იმერეთში-648, ქვემო ქართლში-319, შიდა ქართლში-259, გურიაში-102, სამეგრელო-ზემო სვანეთში-385, კახეთში-280, მცხეთა-მთიანეთში-128, სამცხე-ჯავახეთში-89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-43", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

covid-19-ის სრული სტატისტიკა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 123470 , ბოლო 24 საათში - 4780
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 102270 , ბოლო 24 საათში - 3489
მათ შორის გარდაცვლილი - 1161 , ბოლო 24 საათში - 37
კარანტინის რეჟიმში - 2114
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6251
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3863.