13.ოქტომბერი .2021 11:13

covid-გეოგრაფია: ინფიცირების მაჩვენებლით თბილისი, იმერეთი და კახეთი ლიდერობენ

covid-გეოგრაფია: ინფიცირების მაჩვენებლით თბილისი, იმერეთი და კახეთი ლიდერობენ
views 270
უკან

სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა, აჭარაში - 171, იმერეთში - 1 028, ქვემო ქართლში - 257, შიდა ქართლში - 298, გურიაში - 143, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 444, კახეთში - 889, მცხეთა-მთიანეთში - 80, სამცხე-ჯავახეთში - 96, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 52.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 30 256, საიდანაც: 4 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 605, აჭარაში - 435, იმერეთში - 1 161.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში - 333, აჭარაში - 78, იმერეთში - 372. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 18, იმერეთში - 27. 803 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 424 - თბილისში, 241 - აჭარაში. 24 687 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა