მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-გეოგრაფიული სტატისტიკა განახლდა

60c3095b6062b
ინგა მურუსიძე
11.06.21 10:57
502
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 842 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 931 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 911 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.67%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.44%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 695 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 389 შემთხვევა, აჭარა - 47, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 64, შიდა ქართლი - 26, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 791 საიდანაც: 3 175 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 801, აჭარაში - 302, იმერეთში - 392. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 688 პირი, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 79, იმერეთში -142. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 188 პირი, მათგან თბილისში - 116, აჭარაში - 13, იმერეთში - 13. 595 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 339 - თბილისში, 224- აჭარაში. 6 021 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 10 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 841 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 144 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 088, პირი, აჭარაში - 1 729, იმერეთში - 1 053", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.