მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-ინფექციით დაღუპულთა ასაკი გაახალგაზრდავდა - ჯანდაცვის მინისტრი

5eafd284739b8
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.20 12:30
1766
COVID-ინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გუშინ გარდაცვლილი 60 წლამდე პაციენტის შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მედიკოსები მეტი ყურადღებით მოეკიდებიან სხვა პაციენტებს.

"მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ლეტალობის რიცხვი არის 9 და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ გუშინ გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც იყო 58 წლის და ეს ფაქტი არის აღსანიშნავი და ჩვენი ექიმები ამ მიმართულებითაც გაცილებით უფრო მეტი ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტებთან მიმართებაში. ვინაიდან უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ COVID-ინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.