მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

covid-ის მხრივ სტაბილიზაცია აშკარაა - თამარ გაბუნია

627503dbd7c20
მარიამ ვარადაშვილი
06.05.22 15:25
719

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის მხრივ, ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა, თუმცა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს.

“კოვიდის შემთხვევები, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, მნიშვნელოვნად იკლებს. სტაბილიზაციის ტენდენციები აშკარაა. შემთხვევები გარკვეული რაოდენობით ვლინდება, თუმცა დღეში 100-150-ს არ აღემატება.

დღეს მოსახლეობის 34% გვყავს ვაქცინირებული, რაც საკმარისი დაცვა არ არის, რომ მუტაციის რისკის ან ინფექციის გავრცელების შემთხვევაში თავი დავიცვათ”, - აცხადებს გაბუნია. 

6 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით მოზრდილი მოსახლეობის 44%-ია აცრილი, რაც 1 264 740 ადამიანს შეადგენს.