მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-ის სამკურნალო „პაქსლოვიდი“ აფთიაქში არ გაიყიდება - თამარ გაბუნია გამოყენების წესს განმარტავს

623c3370dce4a
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.22 13:03
2033
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში შემოსული კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ „პაქსლოვიდს“ პაციენტები, ვისაც ის ესაჭიროებათ უფასოდ მიიღებენ.

მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, როგორ მოხდება მედიკამენტის გამოყენება.

„კოვიდის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“, რომელიც ქვეყანაში ჩამოვიდა პაციენტისთვის ხელმისაწვდომი უფასოდ იქნება, ის აფთიაქში არ გაიყიდება. მის დისტრიბუციას უზრუნველყოფს სამინისტრო შესაბამისი ქვედანაყოფის საშუალებით. ონლაინკლინიკის ოჯახის ექიმი, რომელიც ჩათვლის საჭიროდ, რომ პაციენტმა მედიკამენტი უნდა მიიღოს, ამის შესახებ ინფორმაციას იმ სტრუქტურას გადასცემს, რომელიც პაციენტთან წამლის მიტანას უზრუნველყოფს და შემდეგ ოჯახის ექიმი ამის მეთვალყურეობას გააგრძელებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.