მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-ის შედეგად სიღარიბის ზღვარს მიღმა 72,000 მოქალაქე აღმოჩნდა - საქსტატის ანგარიში

60b0f1b828a4a
შოთა ტყეშელაშვილი
28.05.21 17:34
1421
2020 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 72,000 მოქალაქით, გაიზარდა და მან 794,000-ს მიაღწია. ეკონომიკური კრიზისის შედეგად, სიღარიბემ 1.8 პროცენტული პუნქტით იმატა და მოსახლეობის 21.3%-ს მიაღწია. 

აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკის თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი წელი, როდესაც სიღარიბე ასე მკვეთრად გაზრდილიყო. 

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სიღარიბის ზრდა ბევრად უფრო მწვავეა რეგიონებში, სადაც მოწყვლადი მოსახლეობის რაოდენობამ 3.8 პროცენტული პუნქტით იმატა და 27.5% გახდა. ქალაქებში კი სიღარიბის აბსოლუტური სიღარიბე 0.7 პროცენტული პუნქტით 17.1%-მდე გაიზარდა. 

გენდერულ ჭრილში სიღარიბე უფრო მკვეთრად 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა კაცებში და ის 21.7%-ს შეადგენს. ქალებს შორის კი სიღარიბის ზრდა 1.5 პროცენტული პუნქტი იყო და ის 20.9%-ს შეადგენს.