მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-კლინიკების დაფინანსება, DRG - მინისტრის მოადგილეები ჯანდაცვის ასოციაციას შეხვდნენ

625fc39f136d7
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.22 13:01
575
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდნენ.

როგორც bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თამარ გაბუნიამ და ილია ღუდუშაურმა, კერძო კლინიკების წარმომადგენლებთან ერთად, ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, მათ შორის იყო Covid-კლინიკების დაფინანსების ახალი სქემა და დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელზე გადასვლა.

ასევე, როგორც რელიზსია აღნიშნული შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა პროგრამისა და სერვისის ტარიფების განსაზღვრაზეც იმსჯელეს.

„სამინისტრო, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა უახლოეს მომავალში ანაზღაურების ახალი სისტემა დაინერგოს.

იგეგმება DRG ანუ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელზე გადასვლა, რომლის თანახმადაც დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. სისტემის საშუალებით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისათვის გადაიხდის.

მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ ერთობლივ საკითხებზე, კლინიკებთან ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაც ჰოსპიტალურ სექტორს არ დააზარალებს, თუმცა, მთავარი, პაციენტისთვის ჯანდაცვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა იქნება“, - ნათქვამია რელიზში.