კვების მიმართულებით კოვიდის წინააღმდეგ, მტკიცებულებებზე დაყრდნობით რაიმე განსაკუთრებული კვების რაციონი არ გვაქვს, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტების კვების რაციონი არის დიეტური და გათვალისწინებულია თანმხლები დაავადებები. როგორც სოლოღაშვილი ამბობს, კვების რაციონის შედგენისას გათვალისწინებულია ეპიდემიოლოგების, ინფექციონისტების, გასტროენტეროლოგების, ქირურგების და სხვა პროფესიული რჩევები.
„დღეს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში 63 დადასტურებული დიაგნოზით გვყავს პაციენტები. გვაქვს ორი გამოჯანმრთელება და დაგვემატა 4 ახალი პაციენტი. 18 წლამდე ასაკის 12 პაციენტი რჩება ჩვენთან, 13 პაციენტი საყურადღებოა, 1 - მძიმე. ახალი პაციენტებიდან ორი დედა-შვილია. მათგან ერთი დედა-შვილი გორიდან არიან გადმოყვანილი, ისინი მედიკოსის ოჯახის წევრები არიან. ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენთან რეანიმაციაში მკურნალობს ერთი პაციენტი, რომელიც ფასდება როგორც მძიმე, მას არ აქვს არც ჭარბი წონა, არც დატვირთული ანამნეზი, ასაკითაც ახალგაზრდაა, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა. ის თავს გრძნობს მდგომარეობის შესაბამისად, თუმცა დამატებითი ჩივილი არ გამოვლენილა. საკვების დანიშვნის დროს, როცა ინიშნება, აუცილებლად არის გათვალისწინებული თანმხლები ქრონიკული დაავადებები. ზოგადად, დიეტური კვება არის აუცილებელი“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი