მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-პასპორტის საბოლოო ვერსია ივნისის ბოლოს იქნება მზად - გაბუნია

60b5e9b40d482
ინგა მურუსიძე
01.06.21 12:11
1303
საქართველოს მთავრობა მუშაობს Сovid-პასპორტის მოდელზე, რომელსაც აცრილ მოქალაქეებს გადასცემენ. როგორც NCDC-iს ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განმარტა, პასპორტს ექნება QR-კოდი, ხოლო ორჯერადად აცრილ მოქალაქეს შეეძლება აიღოს აცრის დამადასტურებელი ფურცელი ან ონლაინ - სმარტფონში იქონიოს და საჭიროების დროს ჩამოტვირთოს.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომ Сovid-პასპორტები, სავარაუდოდ, დასრულებული სახით ივნისის ბოლოს იქნება მზად.

"Сovid-პასპორტებზე მუშაობა მიმდინარეობს, ძირითადად ტექნოლოგიური პროცესია. ამას გარკვეული დრო დასჭირდება და ველოდებით, რომ ივნისის ბოლოს გვექნება დასრულებული პროდუქტი“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.