მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Covid-პასპორტზე მუშაობა 2-3 კვირის განმავლობაში უფრო მკაფიო სახეს მიიღებს“ - თამარ გაბუნია

60a23c997af4c
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.21 14:40
677
„Covid-პასპორტზე მუშაობა 2-3 კვირის განმავლობაში უფრო მკაფიო სახეს მიიღებს“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამ პერიოდში იქნება შესაძლებელი მოსახლეობისთვის კოვიდ-პასპორტების შეთავაზება.

„კოვიდ-პასპორტზე მუშაობა მიმდინარეობს. ეს ტექნიკური პროცესია. როგორც ადრე გაჟღერდა კოვიდ-პასპორტში იქნება სამი სტატუსი - ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების და პისიარ ტესტირების, იმ პირებისთვის, ვისაც არც ვაქცინა აქვს ჩატარებული და არც გადაუტანია დაავადება.

კოვიდ-პასპორტზე მუშაობა, ვფიქრობ, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უფრო მკაფიო სახეს მიიღებს და შესაძლებელი იქნება ეს შეთავაზება მოსახლეობასაც მივცეთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.