1 ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვრებსაც ხსნის. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი. ასევე გაცემულია რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც ფარავს.
სახმელეთო საზღვრების გახსნა რამდენად შეუწყობს ხელს ტურიზმის სწრაფ აღდგენას, ამას დრო გამოაჩენს, თუმცა ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი მამუკა ბერძენიშვილი ზაფხულის ტურისტული სეზონის პროგნოზირებისას bm.ge-სთან ამბობს, რომ ქვეყნის ტურიზმის და ასევე, განახლებული მარკეტინგის სტრატეგიის არარსებობა ცუდია.
„ეს ბუნდოვანებას იწვევს დაინტერესებულ მხარეებში, რაც ძალიან ცუდია ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის“, - ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.
ის ტურიზმის სტრატეგიაში, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, სამი კონკრეტული მიმართულების გამოკვეთას ისურვებდა:
„პირველი - სტრატეგიის ზოგადი ხედვა უნდა იყოს ის, რომ გააჩინოს პოზიტიური მოლოდინები ტურიზმის ინდუსტრიაში. უნდა ვიცოდეთ, რა იქნება ივნისში, ივლისსა და აგვისტოში. ასევე უნდა ვიცოდეთ, ვირუსის გავრცელების კონკრეტული მასშტაბის დროს რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა - რა სტრატეგია აქვს ამ მხრივ.
მეორე - ტურიზმის ინდუსტრიის გაციფრულების რა სტრატეგია გვაქვს ანუ რა გეგმა აქვს ქვეყანას იმისთვის, რომ ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა, ციფრული ხელსაწყოების ათვისების კუთხით.
მესამე მიმართულება არის მარკეტინგი. რა იქნება ჩვენი სტრატეგია? ვისზე გავაკეთებთ აქცენტს პირველ წელს? ვიქნებით პროაქტიური და უცხოურ ბაზრებზე ჩვენ თვითონ გამოვიწვევთ ადამიანების მოგზაურობის სტიმულირებას ჩვენს ქვეყანაში თუ მივყვებით დინებას? საინტერესოა, ახლა რას ვაკეთებთ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ განახლებული სტრატეგიის და covid-პროტოკოლების დეტალურად გაწერის გარეშე, შესაძლოა, ტურიზმის აღდგენა დროში გაიწელოს.
„ამ ყველაფერს ასევე ამუხრუჭებს ის, რომ თუნდაც ტურიზმის მესვეურების და ხელმძღვანელი პირების დაკომპლექტება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც ტურიზმის ადმინისტრაციას ხელმძღვანელი არ ჰყავს. ახლა დაინიშნა მინისტრის მოადგილე, ახალი მრჩეველი, მაგრამ რეალურად, ეს უფრო სპონტანურ გადაწყვეტილებებს ჰგავს, ვიდრე სტრატეგიულ ნაბიჯებს. ეს ნაბიჯები ალბათ ცოტა უფრო ადრე უნდა გადადგმულიყო. აქვე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელ კონკრეტულ ხედვას ეფუძნება ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტის დანიშვნა და ა.შ. უნდა ვიცოდეთ, ქვეყანა ტურიზმის მენეჯმენტს რა ლოგიკაზე დაყრდნობით ავითარებს. ჯერ ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და მერე ვწერთ სტრატეგიებს, არადა პირიქით უნდა იყოს, ჯერ უნდა გვქონდეს სტრატეგია და შემდეგ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები კონკრეტული პირების დანიშვნის კუთხით“, - აღნიშნა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი