მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-რეგულაციები, რომლებიც 28 მარტიდან უქმდება - სრული სია

6239793258d9a
გიორგი თოლორდავა
22.03.22 11:24
2123
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან ღია სივრცეში უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება და ის მხოლოდ სარეკომენდაციო სახით იქნება. თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმდება მოქალაქეთა შეკრების რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ და სახელოვნებო ღონისძიებებზე.

საქართველოში PCR ტესტის გარეშე დაბრუნებული მოქალაქეებისთვის უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება.

გარდა ამისა, დისტანციურ რეჟიმზე მყოფ თანამშრომლებს შეეძლებათ, დაუბრუნდენ თავიანთ სამუშაო ადგილებს.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ქვეყანაში უქმდება პრაქტიკულად ყველა რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებისა.