მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-სასტუმროებში 1500 საწოლის დამატება იგეგმება, მათ შორის ბავშვებისთვის - გაბუნია

60fe90f7d9b7b
ინგა მურუსიძე
26.07.21 14:49
523
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, იგეგმება კოვიდ-სასტუმროებში ბავშვებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა, რათა მკურნალობის კურსი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დაასრულონ.

„რაც შეეხება სასტუმროებს, იგეგმება, რომ უახლოეს მომავალში სულ მცირე 1500 საწოლი დაემატოს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, რადგან შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ასევე არის მსუბუქი შემთხვევები ბავშვებში და მისი ჰოსპიტალიზაცია სერიოზული დისკომფორტის გამომწვევია როგორც ოჯახისთვის, ასევე - ბავშვებისთვის. ამდენად, მათთვისაც შეიქმნება შესაფერისი გარემო სასტუმროებში, რომ იქ დაასრულონ თავიანთი მკურნალობის კურსი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის მობილიზებულია 6000-მდე საწოლი, ხოლო დაკავებულია 5200 ანუ დატვირთულობა საკმაოდ მაღალია.

„მობილიზაცია კიდევ მიმდინარეობს ყოველდღიურად. მიმდინარე კვირაში უკვე გვაქვს სქემა, თუ რომელი დაწესებულება რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდით, რადგან ვფიქრობთ, ამის საჭიროება იკვეთება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.