მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-სტატისტიკა: დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5 450-ით გაიზარდა

5fcb2ff2216cc
ვიქტორია მღებრიშვილი
05.12.20 10:57
1069
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 5450-ით გაიზარდა და 158 154 ადამიანი შეადგინა.

Stopcov.ge-ს 5 დეკემბრის უახლესი სტატისტიკით, Covid-19-ით ინფიცირებული 2306 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კი გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 129 210 შეადგენს.

რაც შეეხება ინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში ვირუსმა 37 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 1462-ს მიაღწია.

Stopcov.ge-ზე 5 დეკემბრის განახლებული სტატისტიკა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 158154 , ბოლო 24 საათში - 5450
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 129210 , ბოლო 24 საათში - 2306
მათ შორის გარდაცვლილი - 1462 , ბოლო 24 საათში - 37
კარანტინის რეჟიმში - 1325
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6671
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 4067