მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-სტატისტიკა განახლდა - 3 ადამიანი გარდაიცვალა

626a398b76571
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.22 10:50
812
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 451 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 098 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 132 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 654 797 შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0.64%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.1% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.02%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 332 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 636 520 გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 805 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 132 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 60 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 11, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 11, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 446 საიდანაც, 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 163, აჭარაში - 9, იმერეთში - 73.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში 70 პირი მკურნალობს, მათ შორის, თბილისში - 43, აჭარაში - 6, იმერეთში - 9.

1 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.