მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევისთვის 31 რესტორანი დაჯარიმდა-მიზეზები

5f0c287b75834
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.20 14:05
1459
თბილისსა და რეგიონებში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებული 90 რესტორნიდან 31 დაჯარიმდა. ამის შესახებ BM.GE-ის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ კვების ობიექტები თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში დააჯარიმეს.

მათივე ცნობით, შემოწმებულ რესტორნებს შორის COVID-19-დან გამომდინარე სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს 59 აკმაყოფილებს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ დაჯარიმება გამოიწვია მაგიდებთან მომხმარებელთა განთავსების რაოდენობის დაუცველობამ; არ იყო დაცული მაგიდებს შორის 2-მეტრიანი დისტანცია; არ ხდებოდა მომხმარებელთა ნაკადის კონტროლი; ნახმარი ხელსახოცები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განთავსების წესი იყო დარღვეული; არ იქნა წარმოდგენილი დეზინფექციის ჩატარების დამადასტურებელი დოკომენტაცია, შესაბამისი პროცედურების განსაზღვრით; სარეცხ განყოფილებაში კედელზე არ იქნა წარმოდგენილი ინსტრუქცია ჭურჭლის რეცხვისა და ინვენტარის რეცხვის შესახებ, გამოყენებულო სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციის მითითებით; ასევე, ჭურჭლის რეცხვა არ ხორციელდებოდა წყლის დადგენილი ტემპერატურით;

ჯარიმის მოცულობა ფზიკური პირის შემთხვევაში 2000 ლარია, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 10 000 ლარი.

სამინისტროს ცნობით, ბიზნესსუბიექტებმა ჯარიმის თანხა 1 თვიან პერიოდში უნდა გადაიხადონ, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში ეს ვადა გადაიწევს.

აღსანიშნავია, რომ 15 ივნისს, რეგულაციების ამოქმედების პირველ დღებში შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტმა კვების 16 ობიექტზე, თითოეულზე 10 000 ლარიანი ჯარიმები გამოწერა, რომელიც ბიზნესსუბიექტებმა გაასაჩივრეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ დაიგეგმა 2241 სასტუმროს შემოწმება, რომელთაგან რეკომენდაციით გათვალისწინებულ მოთხოვნები 983-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა, ხოლო 458-მა ვერ დააკმაყოფილა;  801 სასტუმრო შემოწმებისთვის მზად არ იყო.