მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-ტენდენცია Airbnb-ზე: ერთ ჯერზე სასტუმროებს თვეებითაც ჯავშნიან

5f55018cacbb0
BM.GE
06.09.20 21:03
1027
Covid-19-ის პანდემიის პერიოდში ადამიანები სასტუმროებს ერთ ჯერზე რამდენიმე კვირით ან თვითაც ჯავშნიან. ამის შესახებ CNN Airbnb-ზე დაყრდნობით წერს.

ბინების გაქირავების პლატფორმის მონაცემებით, წლის წინა თვეებთან შედარებით, ივნისში ჯავშნების რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო.

„ხალხი ახლა სასტუმროებს კვირების და თვეების ხანგრძლივობით ჯავშნის; ჯავშნების უმეტესობა კი იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც ცდილობენ, კოვიდის გამო დაწესებული შეზღუდვებით შექმნილ მოწყენილობას თავი აარიდონ. მოგზაურები ვერ კვეთენ საზღვრებს, ვერ დადიან მივლინებებში, მაგრამ სხდებიან მანქანებში და მიემგზავნებიან თუნდაც უახლოესი კურორტებისკენ. Airbnb-ისთვის მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან ჩესკი.

Airbnb-ში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, პრაქტიკულად, განადგურებული სამოგზაურო სექტორი კვლავ აღორძინდება, თუნდაც ქვეყნებში შიდა ტურიზმის განვითარებით.

შეგახსენებთ: Airbnb-მ, დაახლოებით, 1900 დასაქმებული გაათავისუფლა, რაც კომპანიის თანამშრომლების, დაახლოებით, ერთ მეოთხედია.