მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-ვაქცინაციის ფულადი წახალისების პროგრამა 31 აპრილამდე გაგრძელდა

624eec603c535
BM.GE
07.04.22 17:49
1008
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების პროგრამა 31 აპრილამდე გაგრძელდა. NCDC-ის ცნობით, 200 ლარიანი წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ შეუძლიათ.

ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.

იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ შეესაბამება, სოციალური სააგენტო ლიბერთი ბანკთან არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშებს თავად გაუხსნის.

"ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge-ს. ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს"-ნათქვამია ინფორმაციაში.