მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ უფრო რადიკალურები ვიყავით - ამირან გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნაზე

60364b005c0b4
ინგა მურუსიძე
24.02.21 17:00
4709
საქართველოს მთვრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ზამთრის კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დაშვებულია, ხოლო 8 მარტიდან უკვე საბაგიროებიც ჩაირთვება.

BM.GE-მ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გასულ კვირაში გაკეთებული განცხადება შეახსენა, რომ "ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით მთავრობა აჭარაში დაშვებულ შეცდომებს ვერ გაიმეორებს". bm.ge დაინტერესდა, რას ფიქრობს დღეს NCDC-ს ხელმძღვანელი.

„ამირან გამყრელიძის პოზიცია არის უფრო მკაცრი ყოველთვის. საკოორდინაციო საბჭო არსებობს იმისთვის, რომ კოორდინირებული და დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ, ექიმები და განსაკუთრებით დავადებათა კონტროლის ცენტრი ვართ უფრო მკაცრი და რადიკალური. ჩვენი რეკომენდაცია იყო და არის, რომ ეტაპობრივად მოხდეს ყველაფერი.

დაახლოებით ამ ტიპის გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, თუმცა გასაგებია, რომ ჩვენ უფრო რადიკალურები ვიყავით. მაგრამ შემდგომ ეს ბალანსდება სხვადასხვა უწყებების მიერ. არსებობს მდგენელები, მათ შორის ეკონომიკური“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.