13.სექტემბერი .2019 12:30

ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე: ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით „კონტი ჯგუფის“ ჩანაცვლებას

views 220
უკან

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური დახურვისთვის ხელშეკრულებით ვადა 15 ოქტომბერს ეწურება. კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს შეთანხმებები როგორც ბანკებთან, ისე საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილი. გარდა ამისა მთავრობა ჯერ კიდევ ელოდება კონსორციუმისგან ინფორმაციას, ვინ ჩაანაცვლებს ამერიკულ „კონტი ჯგუფს“, რომელი პროექტის ერთ-ერთი მთავარი აქციონერი იყო.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს აქვს ხელშეკრულებით დადგენილი ვადები. უახლოესი ვადა არის 15 ოქტომბერი, როდესაც კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს საბოლოო შეთანხმებები კონსორციუმსა და ბანკებს შორის, რომელსაც დასჭირდება ბანკების სამეთვალყურეო საბჭოების თანხმობა. 15 ოქტომბერს მათ უნდა წარმოადგინონ უკვე როგორც ბანკებთან შეთანხმებები თანხის გამოყოფის თაობაზე, ისე საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილში.

საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილზე კონსორციუმი აგრძელებს მუშაობას და ერთ-ერთ პოტენციურ ინვესტორთან ჩვენ გვქონდა შეხვედრა, სადაც კონსორციუმმა გვთხოვა, რომ ჩვენ მივაწოდოთ ინფორმაცია შესაძლო ინვესტორს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

მეტი სიახლე ჩვენ ჯერ არ გვაქვს. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით „კონტი ჯგუფის“ ჩანაცვლებას, ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით კონსორციუმისგან იმ საერთო საფინანსო ჩარჩოს, იმ საბოლოო შეთანხმებებს, რომელიც მათ ექნებათ“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა