05.სექტემბერი .2019 21:55

ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე: სტრატეგიული ინვესტორის გარეშე ამ პროექტის განხორციელება ნამდვილად ვერ იქნება შესაძლებელი

views 365
უკან

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დღეს არსებულ მოცემულობაზე პარლამენტში დეპუტატების კითხვას უპასუხა.

ცქიტიშვილი ამბობს, რომ მთავრობა ჯერ კიდევ ელოდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან ინფორმაციას, ვინ ჩაანაცვლებს პროექტში სტრატეგიულ ინვესტორს -კონტი ჯგუფს. მისივე თქმით, კონტი ჯგუფის დონის მსგავსი სტრატეგიული ინვესტორის გარეშე ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ნამდვილად ვერ იქნება შესაძლებელი.

„ანაკლიის პორტი ნამდვილად პრიორიტეტული პროექტია ჩვენთვის, თუმცა სამწუხაროდ ამ პროექტს აქვს პრობლემები მის შესრულებაში და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პროლემის გადალახვაში.

გვქონდასაერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან შეთანხმება. ის მოთხოვნა, რაც იყო ბანკების მხრიდან ესეც გავიზიარეთ. დღეს რა ვითარება გვაქვს-დღეს სამწუხაროდ ველოდებით ჯერ კონოსრციუმის მხრიდან ინფორმაციას ვინ ჩაანაცვლებს, რომელი სტრატეგიული ინვესტორი იქნება. როგორც იცით კოტი ჯგუფი გავიდა პროექტიდან, რის შესახებაც შევიტყვეთ ცოტა ხნის წინ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც კოტი ჯგუფს მივმართეთ ამ პროექტში უფრო აქტიური ჩართულობისთვის.

ჩვენ ასევე მოვისმინეთ გუშინ მედიით, რომ კონსორიუმის ქართველი დამფუძნებლებისგან, რომ მათ აქვთ ურთიერთობა ბრიტანულ და ამერიკულ ფონდებთან და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შესაფერისი დონის, არანაკლებ იმავე დონის გამოცდილების და ფინანსური შესაძლებლობის მქონე კომპანია შემოვა, რადგამ სტრატეგიული ინვესტორის გარეშე ამ პროექტის განხორციელება ნამდვილად ვერ იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა 15 ოქტომბრისთვის გვაქვს ვადა, როდესაც კოორიუმმა უნდა მოგვაწოდოს ბანკებთან და საკუთარი კაპიტალის ინვეტორეთა წინაწარი შეთახმება ფულის ჩადებაზე და წლის ბოლომდე არის ვადა მთლიანად თანხების მოძიების თაობაზე“-განმარტა ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა