მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი: დავგეგმავთ, რომ გაზაფხულის სეზონიდანვე დავიწყოთ წყალმომარაგების გაუმჯობესების სამუშაოები გუდაურში

5e1461f2c575a
BM.GE
07.01.20 14:50
1049
"წყალმომარაგების კომპანიას ეყოლება ახალი ხელმძღვანელი გიგა მანდარია, რომელსაც აქვს რამდენიმე წლიანი გამოცდილება წყალმომარაგების სფეროში მუშაობის და კარგად იცნობს ამ სექტორს. ჩემი და ბატონი გიგას გუდაურში ჩამოსვლის მთავარი მიზეზიც ესაა, რომ დავგეგმოთ სამუშაოები, რათა 2020 წლის სეზონს შევხვდეთ გამართულად წყალმომარაგების თვალსაზრისით", - აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

"ძალიან აქტიური მშენებლობები მიმდინარეობს გუდაურში, უშუალოდ "რედკოს" დასახლებასაც წელს დაემატა რამდენიმე კორპუსი და მომავალი წლისთვისაც გეგმავენ გაფართოებას. ეს ნიშნავს ჩვენთვის ახალ გამოწვევას, რომ აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი დავაჩქაროთ. ამიტომ, კომპანიის ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სწორედ ამ სამუშაოებს ვნახავთ და დავგეგმავთ, რომ უკვე გაზაფხულის სეზონიდანვე დავიწყოთ წყალმომარაგების გაუმჯობესების სამუშაოები გუდაურში, რათა კლიმატურ ცვლილებებს, რაც სავარაუდოდ მომავალში იქნება, უფრო მომზადებული შევხვდეთ", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. 

მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილ დირექტორს და აღნიშნა, რომ ეკა გალდავამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია კომპანიის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის. მისივე თქმით, ეკა გალდავასთან თანამშრომლობა სამინისტროს ფარგლებში გაგრძელდება.