06.სექტემბერი .2019 16:14

ცქიტიშვილი გვარამიასთვის ახალი ბრალის წარდგენაზე - ვერ გავიზიარებ იმ შეხედულებას, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე, ან ბატონ გვარამიასთან, როგორც მედიის წარმომადგენელთან ბრძოლა

უკან

ბრალის შემადგენლობას სამწუხაროდ ჯერ ვერ გავეცანი, თუმცა ზოგადად ვერ გავიზიარებ იმ შეხედულებას, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე, ან ბატონ გვარამიასთან, როგორც მედიის წარმომადგენელთან, ბრძოლა, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა ნიკა გვარამიასთვის წაყენებული ახალი ბრალის შესახებ დასმულ შეკითხვას.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, გენერალური პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, დიდი ოდენობით უძრავი ქონებების უკანონოდ დაუფლებას ედავება.

რაც შეეხება შეკითხვას - ხომ არ უკავშირდება ბრალის დამძიმება უახლოეს დღეებში „მთავარი არხის“ ეთერში გასვლას, მაია ცქიტიშვილის თქმით, არ იქნება მართებული ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება, თუნდაც იმიტომ, რომ კომპანია „რუსთავი 2“-ის ინტერესების დაზიანებაზე ბრალი ნიკა გვარამიას დიდი ხნის წინ წარეგდინა.
„ეს პროცესი არის ღია და გამჭვირვალე, ყველას გვექნება საშუალება დავაკვირდეთ სასამართლო სხდომებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა