01.ოქტომბერი .2019 15:59

ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მოქმედება ლარის კურსზე პოზიტიურად აისახება

views 179
უკან

მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მოქმედება ლარის კურსზე პოზიტიურად აისახება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა ახალი გადაწყვეტილების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს კომერციულ ბანკებს მეტი წვდომა ჰქონდეთ უცხოურ ვალუტაზე. ამ ცვლილებით ბანკები შეძლებენ დამატებით 700 მლნ დოლარის სესხები გაიცეს. გარდა იმისა ბაზარზე ვალუტის მეტი რესურსი გაჩნდება, ეს დადებითად აისახება საპროცენტო განაკვეთებზე,- აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ლარის კურსზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„ეს სიახლე, ეროვნული ბანკის ინტერვენცია, მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და კოორდინაცია ეროვნულ ბანკთან, რა თქმა უნდა, შედეგს გამოიღებს. იმედი გვაქვს, რომ საბანკო სექტორი და ბიზნესმენები ამ ქმედებებს სწორად შეაფასებენ, რაც პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.