28.ნოემბერი .2019 15:20

ცქიტიშვილი: მესმის, რომ ოპოზიციური ლიდერებისთვის არ არის სასიამოვნო იმ სიმართლის მოსმენა, რაც ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუში მოვისმინეთ

views 159
უკან

"კარგად მესმის, რომ ოპოზიციური ლიდერებისთვის არ არის სასიამოვნო იმ სიმართლის მოსმენა, რაც ჩვენ ინტერვიუში მოვისმინეთ, მაგრამ აუცილებელია იმ რეალობის შეფასება და პროცესების სწორი ანალიზი, რაც გუშინ ვიხილეთ", - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავიდა.

"მნიშვნელოვანია, რომ პარტიის ლიდერისგან მოვისმინეთ ახსნა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო "ქართული ოცნების" სურვილი და სამწუხაროდ ვერ განხორციელდა. ამომწურავი ანალიზი გაკეთდა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე დანაშაული მიგვიძღვის დემოკრატიული პროცესების ან საქართველოს მოსახლეობის წინაშე.

ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია იმ მიზეზების ანალიზი თუ რატომ გვაქვს დღეს ის ვითარება როდესაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არ არის განვითარებული, როდესაც არ არის ძლიერი და კონსტრუქციულინ ოპოზიცია, რატომ არ არის ჯერ კიდევ პროგრამებზე ჭიდილი, რატომ არ გვაქვს ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაშია, საითკენაც ჩვენ ვისწრაფვით. ეს ანალიზი, რომელიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ისევე როგორც ყოველთვის, არის ძალიან სიღრმისეული, ძალიან საჭირო და რა თქმა უნდა, მესმის რომ ოპოზიციურ ლიდერებს ასეთი ტიპის ანალიზი არ მოწონთ", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.