მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი: რამდენიმე მლრდ-ის 6 000-ზე მეტ პროექტს ახორციელებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო

5d96e0f19c357
თელარა გელანტია
04.10.19 11:30
926
რამდენიმე მილიარდის ღირებულების 6 000-ზე მეტ პროექტს ახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომლებშიც 800-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს და დაახლოებით 25 000 ადამიანია დასაქმებული,- ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის შეფასებას გაჩერებულ ქვეყანასთან დაკავშირებით.


ვიცე-პრემიერმა, ასევე აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტრომ, დაახლოებით, 1000-ზე მეტი ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც მხოლოდ 90 ტენდერი გასაჩივრდა დავების საბჭოზე და არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა.

"ყველა ტენდერი არის სრულიად გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.