03.ოქტომბერი .2019 13:43

“ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა”

views 523
უკან

„მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა", – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაზარაძის შეფასებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ტენდერები გამჭვირვალედ არ ტარდება.

„არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა წინა ცხოვრებაში მაია ცქიტიშვილს, როცა ამხელა მილიარდებს აბარებენ. შეიძლება, ეს იყო გამოწვეული იმით, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით. მე მას ვურჩევ, მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოს, როგორ მიდის ტენდერები, ჰკითხოს კერძო კომპანიებს, თუ რანაირი ტიპის კორუფცია არის გასული ინფრასტრუქტურის სისტემაში. ამაზე ჩვენ პასუხს მოვთხოვთ“, – აღნიშნა „ლელოს“ დამფუძნებელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს, თუ არა „ლელოს“ დამფუძნებელი ინფრასტრუქტურის მინისტრს კორუმპირებულად, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მაია ცქიტიშვილზე ეს ინფორმაცია არ აქვს.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ტენდერები გამჭვირვალედ არ ტარდება.

„მე დადასტურებულად გეუბნებით, რომ ტენდერები სამინისტროში არ ტარდება გამჭვირვალედ. ეს არის ფიქცია. დაახლოებით, იგივე პროცესი გაქვს, როცა მოსამართლეების დამტკიცების პროცედურები მოგვახვიეს თავზე, ვითომ ეს არის გამჭირვალე. სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ გადაიბარა სააკაშვილის მოსამართლეები და ისინი არიან ხელისუფლების მოსამართლეები, ხელისუფლების პროკურორები", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა