06.სექტემბერი .2019 21:36

ცქიტიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე- თუ კანონიერება დარღვეულია, პროკურატურის და სასამართლოს ამოცანაა მიიღოს შესაბამისი პასუხი

views 287
უკან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატების დღეს გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს პიარ-სტრატეგიის ნაწილი უწოდა.

ადვოკატების მთავარ შეკითხვას - რატომ დაიწყო გამოძიება 11 წლის წინანდელ საქმეზე, მაია ცქიტიშვილი პასუხობს, რომ მოქალაქეების ქმედების კანონიერებას კანონმდებლობა განსაზღვრავს.

„თუ ეს კანონიერება არის დარღვეული, ამ შემთხვევაში, როგორც პროკურატურის, ასევე სასამართლოს, ყველა უწყების ამოცანაა, რომ მიიღოს შესაბამისი პასუხი. 11 წელი, 10 თუ 5 წელი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა