ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-სთან დავაში ბიძინა ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაციის მოცულობა დაადგინა. შეფასების მიხედვით, შვეიცარულმა ბანკმა ექს-პრემიერის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარი უნდა გადარიცხოს, რაც Bloomberg-ის თანახმად, უახლოეს პერიოდში საბოლოო გადაწყვეტილებითაც გამყარდება. თანხის ზუსტი მოცულობის დადგენა გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც მარტში ბერმუდის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-მა ივანიშვილის სასარგებლოდ მრავალმილიონიანი კომპენსაცია უნდა გადაიხადოს. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში სწორედ კომპენსაციის ზუსტი მოცულობის დადგენაზე მიდიოდა მსჯელობა.
WSJ-ის თანახმად, Credit Suisse ბერმუდის კანონმდებლობის გათვალისწინებით, განიხილავს შესაძლებლობას დაკისრებული კომპენსაცია საერთოდ არ გადაიხადოს.
კერძოდ, 21 ივნისს Credit Suisse Life Bermuda-ს ადვოკატმა ჯონათან ქროუმ განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის მოთხოვნა არგუმენტირებულია, მის მიმართ კომპენსაცია კომპანიის ანგარიშიდან ვერ შეიძლება იქნეს გადახდილი, რაც ბერმუდას კანონმდებლობის ერთ-ერთ მუხლს უკავშირდება. კერძოდ, 2000 წლიდან ბერმუდაში მოქმედებს კანონი განცალკევებული ანგარიშების მქონე კომპანიების შესახებ (Segregated Accounts Company-SAC), რომელიც ორგანიზაციის აქტივებისა და ვალდებულებების სხვადასხვა ანგარიშებად დაყოფის საშუალებას იძლევა. ეს კანონი იცავს ანგარიშის მფლობელებს მათი აქტივების გამოყენებისგან მზღვეველების ან სხვა კომპანიების წინააღმდეგ პრეტენზიების მოსაგვარებლად, რომლებიც კლიენტების ცალკეულ (სეგრეგაციულ) ანგარიშებს მართავენ.
პარალელურად, Credit Suisse-მა გაასაჩივრა ბერმუდის სასამართლოს მიერ ივანიშვილის სასარგებლოდ, მარტში მიღებული გადაწყვეტილება.
Credit Suisse-სთან დავის - ისტორია:
სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. სასამართლო მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.
2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 2017 წელს ივანიშვილის იურისტებმა სარჩელი ბერმუდის კუნძულების სასამართლოში შეიტანეს.
იქამდე, სანამ საქმე ბერმუდის კუნძულებზე გადაინაცვლებდა, დავა მიმდინარეობდა შვეიცარიულ სასამართლოში, სადაც 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც ის 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) შვეიცარიაში $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა.
პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.
Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს პოზიცია არ გაიზიარა ბერმუდის სასამართლომ, რომელმაც ბანკს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ანალოგიური შინაარსის დავისთვის ემზადება ბიძინა ივანიშვილი სინგაპურშიც, სადაც 800 მილიონის კომპენსაცია არის მოთხოვნილი. საქმის განხილვები 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი