მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Credit Suisse-ს ხელმძღვანელი ჯაშუშობის სკანდალთან დაკავშირებით თანმდებობას ტოვებს

5e3d309a3d683
ნათია თაქთაქიშვილი
07.02.20 13:38
860
შვეიცარიული საინვესტიციო ბანკის Credit Suisse-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თიჟან თიანმა თანამდებობა ჯაშუშობის სკანდალთან დაკავშირებით დატოვა. ამის შესახებ BBC-წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რამდენიმე თვის წინ გაირკვა, რომ შვეიცარიის ბანკის 2 ყოფილი თანამშრომელი ჯაშუშობით იყო დაკავებული, რის შესახებმაც Credit Suisse-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა.

ინფორმაცია გასული წლის სექტემბერში გაჟღერდა და გამოძიებამ დაადგინა, რომ ბანკის ყოფილი თანამშრომლები ნადვილად იყვნენ დაკავებულნი ჯაშუშობით.

Credit Suisse-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თიჟან თიანმა თანამდებობდა დღეს დატოვა. მის გადადგომას მხარი ბანკის აღმასრულებელმა საბჭომაც დაუჭირა. ის შევიცარიის ერთ-ერთ წამყვან ბანკში 5 წელი მუშაობდა. თიჟან თიანს 14 თებერვლიდან თომას გოთსთინი შეცვლის.