მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადვოკატი: უზენაესმა სასამართლომ უჩა მამაცაშვილის სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

641d58410b962
BM.GE
24.03.23 11:57
6476
ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის ინფორმაციით, 23 მარტს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანტიკორუფციული მოძრაობის და მისი დამფუძნებლების, ვასო ურუშაძის და ლაშა ფარულავას საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის თანახმად ბინზესმენ უჩა მამაცაშვილის მიმართ ე.წ. ქოლცენტრებთან და ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებული ბრალდებები სიცრუედ იქნა მიჩნეული და მოპასუხეებს ცილისმწამებლური ბრალდებების საჯაროდ უარყოფასთან ერთად, უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ.

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბოლოოდ დადასტურდა, რომ უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ გავრცელებული განცხადებები ე.წ. ქოლცენტრების მფარველობასთან და ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით, იყო სრული სიცრუ და ცილისწამება. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ეს იყო ორგანიზებული პოლიტიკური ბინძური კამპანია, რომელიც ემსახურებოდა უჩა მამაცაშვილის დისკრედიტაციის მცდელობას. ჩვენ პირველი დღიდან ვაცხადებდით, რომ ყველა ბრალდება ბატონი უჩა მამაცაშვილის მიმართ იყო სიცრუე და ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლომ სწორედ ეს უდავო ჭეშმარიტება დაადასტურა, რაც იყო კიდეც ჩვენი სარჩელის მიზანი“, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ანტიკორუფციული მოძრაობის და მისი დამფუძნებლების, ლაშა ფარულავას და ვასო ურუშაძისათვის, 5000-5000 ლარის დაკისრებას მორალური ზიანის სახით, როგორც ამირან გიგუაშვილი აცხადებს ეს თანხები ბატონი უჩა მამაცაშვილის გადაწყვეტილებით, სხვა მის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო მხარდაჭერასთან ერთად, მთლიანად მოხმარდება თბილისში მოქმედ ხანდაზმულთა პანსიონატს „ბასილიადა“.


(რ)