მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Crystal ERP - კრისტალ კონსალტინგი მეწარმეებს ბიზნესის ავტომატიზაციის ახალ სისტემას სთავაზობს

62dfa39ca9d55
BM.GE
26.07.22 12:20
1380
"კრისტალის" შვილობილი კომპანია „კრისტალ კონსალტინგი“ მცირე და საშუალო მეწარმეებს მათი საქმიანობების განვითარებისთვის ახალ პროდუქტს, ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის სისტემა Crystal ERP და POS-ის სთავაზობს.

პროგრამის ფუნქციონალი მეწარმეს საშუალებას აძლევს, საკუთარი რესურსები სწორად დაგეგმოს, ბიზნესპროცესები და მომწოდებლებთან ურთიერთობა ეფექტიანად მართოს, დაზოგოს დრო და მინიმუმამდე დაიყვანოს შესაძლო ხარვეზები. ამასთან, Crystal ERP მფლობელს ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებასა და გაყიდვების გაზრდაშიც ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა, რომელიც საქართველოშია შექმნილი, სრულიად თავსებადია ეროვნულ კანონმდებლობასთან. იგი მარტივად ადაპტირდება ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებთან, გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისითა და გამოყენების სიმარტივით.

"კრისტალ კონსალტინგის“ მცირე და საშუალო მეწარმეებს ხელშეწყობას ძირითადად მენტორინგით ახორციელებს და მათ ბიზნესკონსულტაციებსა და მენტორობას ისეთ საკითხებზე უწევს, როგორებიცაა ბიზნესის მართვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ბრენდინგი, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა. „კრისტალ კონსალტინგის“ დახმარებით, მეწარმეები ეკონომიკური წარმატებისთვის საჭირო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნას, ინფორმაციას, უნარებსა და კავშირებს იძენენ.

Crystal ERP და POS კი მეწარმეთა მხარდასაჭერად „კრისტალ კონსალტინგის“ მეორე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება.
"მეწარმეების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველდღიურ ბიზნეს პროცსებში ნაკლებად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ძირითად ოპერაციებს შესყიდვებსა თუ რეალიზაციას, აღრიცხავს რვეულში აკეთებს, რაც არაეფექტურია და შეცდომის დაშვების ალბათობასაც ზრდის.

ჩვენ მიერ შექმნილი სისტემები არის ახალი შესაძლებლობა ვაჭრობის დარგში დასაქმებული მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის. პროგრამები ძალიან მარტივია გამოსაყენებლად და ყველა იმ მნიშვნელოვან ოპერაციებს მოიცავს, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდება ბიზნესს.

პროდუქტის შექმნის პროცესში სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანები, მათ შორის თავად მეწარმეებიც იყვნენ ჩართული. დიდი შრომა და რესურსი ჩაიდო იმისთვის, რომ დღეს არსებული ფორმით მიგვეღო პროგრამები. ერთ წინადადებაში ეს შესაძლებელია ასე ჩამოვაყალიბოთ: ჩვენ შევქმენით ზუსტად იგივე შესაძლებლობა მიკრო და მცირე სეგმენტისთვის, რაც აქვთ საშუალო და მსხვილ ბიზნესებს. ეს არის ჩვენი კომპანიის მისიაც, ბიზნეს სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბიზნესისთვის.

ჩვენ მეწარმეთა განვითარების ინოვაციურ პლატფორმას წარმოვადგენთ, ამიტომ გვინდოდა, შეგვექმნა შესაძლებლობა, რომელიც ხელშესახებ ცვლილებებს შეიტანდა ბიზნესსაქმიანობების წინსვლაში. ახალი პროგრამის გამოყენება ბიზნესში, მის განვითარებას და ახალ საფეხურზე გადასვლას ნიშნავს“, - აცხადებს „კრისტალ კონსალტინგის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯანელიძე.

Crystal ERP USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID YES-Georgia)’’ დაფინანსებით შეიქმნა. პროგრამა ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით ხორციელდება. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი’’ უწევს.
(NS)