„კავკასიის უნივერსიტეტი“ $500 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროექტებს ახორციელებს. ამის შესახებ უნივერსიტეტის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა კახა შენგელიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
„გვაქვს სამი დიდი მიმდინარე პროექტი. პირველი - ბათუმში ავაშენეთ CU ბათუმის კამპუსი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით და საცურაო აუზით. აშენდება სტუდენტური საერთო საცხოვრებელიც. კამპუსს 2023 წლის ბოლოს გავხსნით. ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კამპუსი საქართველოში, სადაც ქართველებთან ერთად ისწავლიან უცხოელი სტუდენტებიც და იქნება ძალიან დიდი განათლების ცენტრი საქართველოში. მას ასევე მიებმება კერძო საშუალო სკოლა და ამას ვიწყებთ ბათუმიდან. ჩემი ამოცანაა, როგორც ერთი სამტრედიელი კაცის, რომ საქართველოს ყველა რაიონში იყოს ძალიან მაგარი სკოლა - ამას ვიწყებ დასავლეთ საქართველოდან და ჩამოვალ აღმოსავლეთში. მჯერა, განათლება არის ერთადერთი, რაც გადაარჩენს საქართველოს.
ჩვენი მეორე პროექტია გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით და ბასკეთის კულინარიული ცენტრის თანამშრომლობით გაიხსნება. ამ პროექტის განხორციელებაში დიდია დეპუტატ დავით სონღულაშვილის წვლილი, რომელიც გურჯაანის მაჟორიტარია. ამდენად, ძალიან მალე გურჯაანში იქნება მსოფლიო დონის კულინარიუმი.
მესამე პროექტია ახალი კამპუსის აშენება 20 000 კვადრატული მეტრის ფართობზე სამედიცინო სკოლისთვის და ასევე, ულტრათანამედროვე ამერიკული ჰისპიტალის მშენებლობა.
ჯამში, ჩვენი მიმდინარე პროექტების საინვესტიციო ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარამდე ადის“, - განაცხადა კახა შენგელიამ.
„კავკასიის უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის აზრით, უნივერსიტეტის მთავარი სიძლიერე ხარისხიან განათლებაშია.
„წელს, კავკასიის უნივერსიტეტი 25 წლის ხდება. დავიწყეთ 5 სტუდენტით 1998 წელს და დღეს გვყავს 8000 სტუდენტი. ჩემი ამოცანაა, კავკასიის უნივერისტეტის ყველა სტუდენტმა თუნდაც ერთი სემესტრი ისწვალოს ამერიკაში ან ევროპაში“, - აღნიშნა კახა შენგელიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი