მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცუკერბერგი: Facebook-ი არ უნდა იყოს ჭეშმარიტების არბიტრი

5ecf83726500b
ნათია თაქთაქიშვილი
28.05.20 14:23
1129
Facebook-ის დამფუძნებელ, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, მას სჯერა, რომ Facebook-ი არ უნდა იყოს ჭეშმარიტების არბიტრი იმ ყველაფრისა, რასაც ხალხი ინტერნეტში ამბობს. ამის შესახებ ცუკერბერგმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სოციალური მედიის მისი პლატფორმა არ აპირებს პოლიტიკოსების მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციების, როგორც დეზინფორმაციის შემცველის მონიშვნას. Facebook-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ Twitter-სგან განსხვავებით მას განსხვავებული პოლიტიკა აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„მე მტკიცედ მჯერა, რომ Facebook-ი არ უნდა იყოს ჭეშმარიტების არბიტრი იმ ყველაფრისა, რასაც ხალხი ინტერნეტში ამბობს. ვფიქრობ, ზოგადად, კერძო კომპანიები, განსაკუთრებით სოციალური მედიის პლატფორმის კომპანიები, ალბათ, არ უნდა აკეთებდნენ ამას“, - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელი Twitter-ი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში დაადანაშაულა.