მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცუკერბერგის ფონდი რასიზმთან ბრძოლისთვის $10 მილიონს გამოყოფს

5ed4caa42dd4c
ნათია თაქთაქიშვილი
01.06.20 13:39
943
Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ მისი ფონდი რასიზმთან მებრძოლი ორგნიზაციებისათვის 10 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია ცუკერბერგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

„ჩვენი სრული მხარდაჭერა ჩვენს შავკანიან თანამოქალაქეებს, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ვიცი, რომ Facebook-მა მეტის გაკეთება უნდა შეძლოს ფერადკანიანი მოქალაქეების უფლებების დასაცავად და ისიც ვიცი, რომ სიმართლისთვის ბრძოლისთვის ფინანსებია საჭირო. ამ ეტაპზე Facebook-მა გადაწყვიტა, 10 მილიონის გამოყოფა მათი ინტერსების დასაცავად. ცხადია, ეს თანხა საკმარისი არ არის და ჩვენ ამ კუთხით დაფინანსების გაზრდას ვაპირებთ“, -განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

აღნიშნული თანხის გამოყოფა ცუკერბერგის მეუღლის სახელობის ფონდიდან - "ჩან ცუკერბერგის ინიციატივიდან" იგეგმება. ფონდი ყოველწლიურად, დაახლოებით, 40 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს მსგავსი ორგანიზაციების დასაფინანსებლად.

შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო ფონდი "ჩან ცუკერბერგის ინიციატივა" 2015 წელს დაარსდა. ფონდი პერიოდულად ინვესტიციურ შემოწირულობებს ახორციელებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სხვადასხვა დაავადებათა აღმოფხვრა, საგანმანათლებლო და სამართლებრივი სისტემის გაუმჯობესება.