მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცუკერბერგის მეუღლის სახელობის ფონდი Covid-19-ის გამოსაკვლევად $13.6 მილიონს გამოყოფს

5eaaa8f2aa035
ნათია თაქთაქიშვილი
30.04.20 21:20
859
მარკ ცუკერბერგის მეუღლის სახელობის ფონდი "ჩან ცუკერბერგის ინიციატივა" კორონავირუსის გამოსაკვლევად $13.6 მილიონს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია ცუკერბერგების ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

როგორც ვებ-გვერდზეა აღნიშნული, "ჩან ცუკერბერგის ინიციატივა" მასშტაბური კვლევების წარმოებას გეგმავს კვლევითი ინსტიტუტის UC San Francisco-სთან და Chan Zuckerberg Biohub-თან (CZ Biohub) თანამშრომლობით. კვლევების მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრინციპის უკეთ გამოკვლევა სან-ფრანცისკოში.

გამოყოფილი თანხა ორ მიმართულებაზე დაიხარჯება.

პირველი: როგორ გაიხსნას კალიფორნიის ეკონომიკა უსაფრთხოდ და როგორ უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების ნელი ტემპი ვაქცინის გამოჩენამდე.

ხოლო მეორე: იმუნური სისტემის შესწავლა. კერძოდ, COVID-19-ის გადატანის შემთხვევაში თუ გამოუმუშავდება ადამიანს ანტისხეულები, რომელიც მას ხელახლა ინფიცირებისგან დაიცავს.

საქველმოქმედო ფონდი "ჩან ცუკერბერგის ინიციატივა" 2015 წელს დაარსდა. ფონდი პერიოდულად ინვესტიციურ შემოწირულობებს ახორციელებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სხვადასხვა დაავადებათა აღმოფხვრა, საგანმანათლებლო და სამართლებრივი სისტემის გაუმჯობესება.