15.მარტი.2019 18:44
საზოგადოება

ცვლილებები, რაც გენ გეგმაში ბოლო 1 წლის განმავლობაში შევიდა

ცვლილებები, რაც გენ გეგმაში ბოლო 1 წლის განმავლობაში შევიდა
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის დახვეწის მიზნით, 1 წლის განმავლობაში, მასში რამდენიმე ათეული ცვლილება შევიდა.

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას განიხილავენ, რომელიც დღეს უნდა დამტკიცდეს. დოკუმენტი საკრებულოს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ წარუდგინა.

დედაქალაქის მერიამ და „სითი ინსტიტუტმა“ ერთი წლის განმავლობაში იმუშავეს გენერალური გეგმის დახვეწაზე, რათა აღმოფხვრილიყო ყველა უზუსტობა და ხარვეზი, რომელიც დოკუმენტს გააჩნდა. ამ პროცესში შენარჩუნდა პროექტის თავდაპირველი სამუშაო ვერსიის კონცეფცია: მწვანე, შეკავშირებული და კომპაქტური ქალაქი, რომელსაც დაემატა მედეგი ქალაქის მიმართულებაც.

გენერალური გეგმის პროექტის განხილვაში ჩართულნი იყვნენ კერძო მესაკუთრეები და მათი ინტერესები გათვალისწინებული იქნა დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში.

დოკუმენტზე ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად:

გენგეგმის დოკუმენტი გახდა აღსრულებადი;
ზონირების ბალანსის ფარგლებში დაზუსტდა სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიები;

დაზუსტდა გეგმარებითი შეზღუდვები მეწყერსაშიში ზონებისთვის, ხევების, სასაფლაოების, კოლექტორების და შეტბორვის არეალებისთვის, ასევე, იდენტიფიცირდა გეოდინამიკური საფრთხეების არეალები;

მკაფიოდ განისაზღვრა ლანდშაფტური ზონის არეალები და ზონირებას დაემატა სატყეო ზონა. ასევე, აღდგა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა;

დაზუსტდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისათვის პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ქალაქგეგმარების, ეკონომიკის, ლანდშაფტის და ტრანსპორტის მიმართულებით;

გარდა ამისა, ადრე წარმოდგენილ განახლებულ გენგეგმაში საკამათო იყო ტრანსპორტის საკითხები, გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზებული წინადადებები ატარებდა ზედაპირულ ხასიათს და არ ეფუძნებოდა ძირეულ კვლევებს. ვინაიდან მცირე დროში შეუძლებელი იქნებოდა მაშტაბური კვლების ჩატარება, მუნიციპალიტეტმა მიმართა აზიის განვითარების ბანკს დახმარებისთვის, რომელთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოცხადდება კონკურსი და დაიწყება მდგრადი სატრანსპორტო მობილობის გეგმაზე მუშაობა, რომელიც თავისი შინაარსით კომპლექსური დოკუმენტი იქნება;

გაიწერა შემდეგი ეტაპის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროგრამა და შეიქმნა შესაბამისი რუკა, სადაც მონიშნულია ის ტერიტორიები, რომლებზეც უნდა დამუშავდეს გარემოს დაცვითი კვლევები და განაშენიანების რეგულირების გეგმები;

გენგეგმის ფარგლებში მსხვილი საქალაქო პარკის მოსაწყობად შეირჩა 4 ტერიტორია, (ზღვის უბნის პარკი, დიღმის ჭალები, ვაზისუბნის პარკი და დირსი ჭალის პარკი) აქედან ორზე (დიღმის ჭალები და ზღვის უბნის პარკი) მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო მუშაობა;

ქალაქის მასშტაბით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმებიდან შვიდს განესაზღვრა სარევიზიოს, ხოლო ოთხს ქალაქის განაშენიანებისთვის შეუსაბამოს სტატუსი;

ტექნიკური თუ სხვაგვარი უზუსტობების თვალსაზრისით, განხორციელდა 7 თემატური რუკის რევიზია და ძირითადი ზონირების რუკის კორექტირება. მოგეხსენებათ გენგეგმის ახალ დოკუმენტში რიგ არეალებში გამქრალი იყო ქალაქის შიდა გამწვანებული სივრცეები, ამ მიმართულებით დამუშავდა და შეიქმნა თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა.

ასევე, გადამუშავდა განაშენიანების რეგულირების წესები. რომლის მიხედვითაც ქალაქში იკრძალება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მატება. კ2 კოეფიციენტებს ადგენს გენგეგმის უფლებრივი ზონირების რუკა, რომელიც საზღვრავს შენობა-ნაგებობების მაქსიმალურ ინტენსიობას (შენობა-ნაგებობების სართულების ჯამურ ფართობს). ამ აკრძალვით მესაკუთრეებს არ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე.

23.მაისი.2019 18:29
842

როგორი იქნება მიწისქვეშა სანაგვე ურნები ჭავჭავაძის გამზირზე – ფოტოები

ვრცლად
23.მაისი.2019 18:08
67

37-ე სკოლის მიმდებარედ ხეების სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს

ვრცლად
23.მაისი.2019 13:42
131

მოზარდებისთვის იმ საიტებზე წვდომა, რომელიც აზარტული თამაშების პროპაგანდას ეწევა, აიკრძალება

ვრცლად
23.მაისი.2019 12:42
73

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო რეგიონში ლიდერი გახდება

ვრცლად
23.მაისი.2019 11:40
94

"ბილაინის" მხარდაჭერით მსურველებს კომპიუტერული პროგრამირების ქართულ ენაზე სწავლა შეუძლიათ

ვრცლად
23.მაისი.2019 10:30
88

ჩუღურეთის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ვრცლად