მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხელ ხაზთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით განმარტებას აკეთებს

5e4bc1e10cb24
თათია ჩაფიჩაძე
18.02.20 14:47
1276
ჯანდაცვის ცხელ ხაზთან დაკავშირებით სამინისტრო დამატებით განმარტებას აკეთებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეებს მობილური ოპერატორებიდან და სხვა სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელიდან ცხელ ხაზთან დაკავშირების დროს თანხა იმ ხელშეკრულების საფუძველზე ეჭრებოდათ, რაც კომპანია ,,სილკნეტს“, სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელსა და მობილურ ოპერატორებს შორის არის დადებული.

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი წარმოადგენს კომპანია ,,სილქნეტის“ აბონენტს ნომრით 5 51 00 26; 2 51 00 33 და 1505, შესაბამისად ამ ნომრებზე დაკავშირება ხდებოდა კომპანია ,,სილქნეტის“ მიერ დაწესებული ტარიფით.

მოქალაქეებს მობილური ოპერატორებიდან და სხვა სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელიდან ცხელ ხაზთან დაკავშირების დროს თანხა ეჭრებოდათ იმ ხელკშეკრულების საფუძველზე, რაც არის დადებული კომპანია ,,სილკნეტსა“, სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელსა და მობილურ ოპერატორებს შორის, მოქალაქეთა მხრიდან იყო პრეტენზია, რატომ არ იყვნენ ინფორმირებულები ამის შესახებ, თუმცა ამ პრინციპით მიმდინარეობდა დაკავშირება 1505-ზე ცხელი ხაზის დაარსების დღიდან.

აქედან გამომდინარე საჭირო გახდა ცხელი ხაზის ინტერაქტიულ მისალმების ტექსტში შესულიყო ცვლილება, კონკრეტულად დაემატა წინადადება, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირება ფასიანია, ანალოგიურად ხდება მოქალქის ინფორმირება, იმის შესახებ, რომ მისი საუბარი ცხელ ხაზთან იწერება” - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.