მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხელ ხაზზე დღეში 5 000 ზარი შემოდის, კრიტიკულ რეჟიმში ვმუშაობთ - PSP დაზღვევა

61fa7aa940b9e
ინგა მურუსიძე
02.02.22 18:30
541
ქოლ-ცენტრში დღეში 5 000 ზარი შემოდის, კრიტიკულ რეჟიმში ვმუშაობთ, - ამის შესახებ bm.ge-ს PSP-დაზღვევის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფიო ლებანიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიებიც და სახელმწიფოც ცდილობენ მოიძიონ დამატებითი რესურსი, რომ გაუმკლავდნენ მოთხოვნებს, თუმცა ფიზიკურად ადამიანების რესურსი აღარ არის.

„ჩვენ ვმუშაობთ 24/7-ზე. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ოჯახის ექიმები თავადაც ინფიცირდებიან კოვიდით, რესურსებს ვიმატებთ და ამის სურვილიც გვაქვს, უბრალოდ ფიზიკურად, ადამიანების, ექიმების, მენეჯერების დეფიციტია. მომართვიანობა იზრდება, ჩვენი რესურსები იკლებს, ადამიანური რესურსები იკლებს და ბუნებრივად არის შეფერხებები. ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ჩვენ გვესმის მათი, ინფიცირებულები არიან, სჭირდებათ მზურნველობა, თუმცა ჩვენც კრიტიკულ რეჟიმში ვმუშაობთ. ქოლ-ცენტრში დღეში 5000 ზარი შემოდის, ხომ წარმოგიდგენიათ, ამის მართვა რა ადამიანურ რესურსთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ლებანიძემ.

მისი ინფორმაციით, კომპანიას ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 130 კონტაქტირებული ოჯახის ექიმი ჰყავს, კიდევ იმატებს, კოვიდ-პაციენტების მართვა აუთსორსზეც გაიტანა, თუმცა მიმართვიანობა იმდენად დიდია, რომ გამკლავება ძალიან რთულია.

„ყველას უჭირს, ბიზნესი, სახელმწიფო, ყველა კრიტიკულ რეჟიმში ვმუშაობთ“, - ამბობენ კომპანიაში.