მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს" - პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს

5e4bd477b182b
თათია ჩაფიჩაძე
18.02.20 16:08
1563
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება.

კომპანიის პრესსამსახაურის მიერ BM.GE-თვის მოწოდებულ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ კომპანია 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს.

„ჯანდაცვის სამინისტროც ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია სილქნეტი. ყველა სატელეფონო ოპერატორი თავის აბონენტს თავად უწესებს სააბონენტო ტარიფს ცხელი ხაზის აღნიშნულ ნომერზე ზარის განხორციელებისთვის. რაც შეეხება კომპანია სილქნეტს, სილქნეტის ფიქსირებული ქსელის ყველა აბონენტისთვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505 დარეკვა არის უფასო, ისევე როგორც უფასოა ამ ნომერზე სილქნეტის ფიქსირებული ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული საქალაქთაშორისო ზარი“ - აცხადებენ კომპანიაში.

სოციალურ ქსელში დილიდან ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 ფასიანი გახდა. უწყებაში კი განმარტავენ, რომ ცხელ ხაზზე დარეკვა ყოველთვის ფასიანი იყო, თუმცა ამის შესახებ ავტომოპასუხე მოქალაეებს 15 თებერვლიდან აფრთხილებს.

რაც შეეხება ტარიფს, როგორც bm.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუმარტეს, მოქალაქეებს მობილური ოპერატორებიდან და სხვა სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელიდან ცხელ ხაზთან დაკავშირების დროს თანხა იმ ხელკშეკრულების საფუძველზე ეჭრებოდათ, რაც კომპანია ,,სილქნეტს“, სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელსა და მობილურ ოპერატორებს შორის არის დადებული.