Business Insider-ი 10 ცხელ ტურისტულ ადგილს ასახელებს, რომლებიც ივლისიდან დამსვენებლებს უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ არააუცილებელი მოგზაურობა ქვეყნების ნაწილისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო მიუღებელი რჩება, საზღვრების გახსნის შესახებ ივნისის თვეში უკვე განაცხადეს იტალიამ, ისლანდიამ, ესპანეთმა, ფლორიდამ და იამაიკამ.
Business Insider-ი წერს, რომ 1 ივლისიდან საზღვრების გახსნას გეგმავს ბაჰამის კუნძულები. კუნძულებმა ჩამოაყალიბა ის გაიდლაინები, რომლის საფუძველზეც ტურისტების მიღებას გეგმავს.
მოგზაურები, რომლებიც გადაწყვეტენ ბაჰამის კუნძულებს ესტუმრონ ე.წ. ონლაინ ანკეტის შევსება მოუწევთ, რომელსაც ჯანმრთელობის სერთიფიკატი ეწოდება და ასევე უნდა წარადგინონ საბუთი, რომ COVID-19-ით ინფიცირებულები არ არიან.
საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ვიეტნამმაც, რომელიც ელექტრონული ვიზების გაცემას 1 ივლისიდან დაიწყებს. ელექტრონული ვიზის აღებას 80-მდე ქვეყნის მოქალაქე შეძლებს. ტურისტებს აღნიშნული ვიზის გამოყენება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო მგზავრობის დროს.
დომინიკელთა რესპუბლიკა ტურისტებს 1 ივლისიდან ელოდება. ქვეყნის ტურიზმის მინისტრი ლუჩიანა ეჩევარია აცხადებს, რომ როგორც კი საერთაშორისო ფრენები აღდგება, ისინი მზად არიან ტურისტების მისაღებად. მისი განცხადებით 1 ივლისიდან დომინიკელთა რესპუბლიკაში სასტუმროების ნახევარზე მეტი გახსნილი იქნება. ეჩივარიას განცხადებით, მოგზაურებს ჩასვლისას მოუწევთ ტემპერატურის გაზომვა და სხვა სამედიცინო პროცედურების გავლა.
1 ივლისიდან საზღვრების გახსნას აპირებს ეგვიპტეც. ბოლო მონაცემებით, ეგვიპტეში კორონავირუსით ინფიცირების 58,141 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაიცვალა 2,365 ადამიანი.
საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის საქართველოც, სლოგანით „საქართველო - უსაფრთხო ტურისტული ადგილი“. European Best Destinations-მა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად დაასახელა მოგზაურობის თვალსაზრისით პოსტ-პანდემიური პერიოდისათვის. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 926 შემთხვევაა გამოვლენილი და გარდაიცვალა 15 ადამიანი.
1 ივლისიდან ტურისტების მიღებას იწყებს მალტაც, მაგრამ თავდაპირველად ქვეყანა გერმანიის, ავსტრიის, კვიპროსის, შვეიცარიის, ისლანდიის, სლოვაკეთის, ნორვეგიის, დანიის, უნგრეთის, ფინეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის, ლუქსემბურგის, ჩეხეთის, იტალიის, ესპანეთის და საფრანგეთის ნაწილის მოქალაქეებს მიიღებს. ყველა სხვა დანარჩენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრები 15 ივლისიდან გაიხსნება, სავარაუდოდ იმ დროისთვის მოხსნილი იქნება ტურისტებისთვის ტემპერატურის კონტროლი, მაგრამ ძალაში იქნება სოციალური დისტანციის დაცვის და პირბადის ტარების რეკომენდაცია.
როგორც გამოცემა წერს, 7 ივილისიდან საზღვრების გახსნის შესახებ აცხადებს დუბაი. ხოლო 15 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის საფრანგეთის პოლინეზია, მალდივები და პუერტორიკო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის