მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხინვალში ჯანდაცვის ე.წ მინისტრის რუსი მრჩეველი და მისი მეუღლე გარდაცვლილები იპოვეს

5e3861fb9eaef
BM.GE
03.02.20 22:04
821

ცხინვალში ე.წ სამხრეთ ოსეთის  ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების დე ფაქტო მინისტრის რუსი მრჩეველი იგორ გალი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ტასი“ წერს. გავრცელებული ცნობით, მათი დაღუპვის მიზეზი სავარაუდოდ, გაზით მოწამლვა გახდა.  

როგორც ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალოვან უწყებაში აცხადებენ, პირველადი დათვალიერებით ცხედრებზე წამების კვალი არ აღინიშნება. ცხედრები იგორ გალის მძღოლმა ორშაბათს მოსკოვის დროით, 16:30 საათზე აღმოაჩინა.

როგორც „ტასს“ განუცხადეს, დაღუპულთა ცხედრები ჩრდილოეთ ოსეთში ექსპერტიზისთვის გადაასვენეს, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. დაღუპვის ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

იგორ გალი 2016 წლის 22 თებერვლიდან ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრის მრჩეველია.