ცხოველების ავეჯის, აქსესუარების, საკვებისა და სათამაშოების მწარმოებელი კომპანია Georgian products-მა წარმოებაში გერმანული ბრენდის KUKA-ს რობოტების გამოყენება გასულ წელს დაიწყო. ამ დროისთვის კომპანიის საწარმოში 6 რობოტი სრულ ციკლშია ჩართული.
Georgian products-ის დამფუძნებელი დავით ბარდავლიძე bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კომპანიამ ამ პროექტისთვის საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რადგან KUKA-მ ეს რობოტები სპეციალურად Georgian products-ის წარმოებისთვის შექმნა.
„რობოტების გამოყენება სიახლე არამარტო რეგიონისთვის, არამედ სრულიად სფეროსთვის იყო. რობოტების გამოყენება ლოგისტიკაში გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა საწარმოო პროცესებში - არა. დღეს 6 რობოტი გვყავს, ისინი წარმოების სრულ ციკლში იღებენ მონაწილეობას. ეს წარმადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვნად წაგვადგება.
ამასთან, KUKA საქართველოში სკოლის დაარსებას გეგმავს, კერძოდ, გერმანულ კომპანიას სურს ყველა ქვეყანას, სადაც ისინი არიან წარმოდგენილი, მომსახურება საქართველოდან გაუწიონ. აქ მოხდება კადრების გადამზადება, ჩვენი კომპანიის ბაზაზე კი სასკოლო რობოტები იქნებიან და დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგები ჩატარდება“ - აღნიშნავს ბარდავლიძე.
აღსანიშნავია, რომ Georgian products-ის პროდუქცია სრულიად ექსპორტზე ევროკავშირისა და აშშ-ის ქვეყნებში იყიდება.
შეკითხვას, იგეგმება თუ არა საქართველოში Georgian products-ის პროდუქციის რეალიზაცია, დავით ბარდავლიძე ასე პასუხობს:
„თუ ქართველი თრეიდერებისგან საინტერესო შეთავაზება გვექნება, ჩვენ ვითანამშრომლებთ. ჩვენი კომპანიის საქმიანობა გაყიდვა არ არის, ჩვენი საქმე ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და შეთავაზებაა. საქართველოში შინაური ცხოველების მიმართ ინტერესი ფეხს ეტაპობრივად იკიდებს. მალე აქსესუარების და ავეჯის დროც დადგება. ამიტომ მოვა დრო, როდესაც ჩვენს ბაზარზეც ვიქნებით წარმოდგენილები“, - ამბობს ის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი