მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხრა საკითხი, რომლებზეც მთავრობა დღეს იმსჯელებს

635f681f9d8b6
ინგა მურუსიძე
31.10.22 10:18
495
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ ცხრა საკითხს განიხილავს.  

1. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილება საქართველოს კანონის პროექტი "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ი. დარჩიაშვილი; ო. შამუგია

2. საქართველოს კანონის პროექტი „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: ო.შამუგია

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების რკ „ბრანევიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ხუმპრერი ჰესს’’ შორის "ხუმპრერი ჰესის" ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ” (2 პროექტი)

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კაპიტალის გაზრდაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ცალკეულ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

9. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "სსიპ საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ”

მომხსენებელი: თ. წულუკიანი.